ნუ მეტყვი


ნუ მეტყვი:
- ქარი ხარ და ვეღარ დაგიჭერ.
რომ შენთვის ყველაზე უცხო შორი ვარ.
ნუ მეტყვი რომ ზღვა ვარ და ახლა ნაპირებს 
გადმოვცდი და ისევ ტკივილებს მოგიტან.

ვდუმვარ და ამ ხმაურს ისევ ვერ მპატიობ.
არ იცი. ეჭვობ რომ დიდი ხნის მკვდარი ვარ.
ყველაფერს ედები, ფიქრობ სად დატიო
ამდენი დარდი და ბოლოს მე მომიტან.

ნუ მეტყვი:
- მიწა ხარ, ყველა შენ გაბიჯებს.
რომ სხვისი სახლია მთელი ეს სამყარო.
ნუ მეტყვი:
- სხვა გახდი, ვერ ვცნობ შენ ნაბიჯებს..
და გიჭირს ასეთი რთული რომ მატარო...

მიყურებ. გეშელება თვალების წაკითხვა.
არ იცი გარშემო კედლებს რომ ვაშენებ.
ვფიქრობ რომ ივსები და ვეღარ ამიტან,
ვერც ლექსებს და ვეღარც ოთახში წარწერებს.

ვბობოქრობ. ყვირილი ამომდის სულიდან.
ამბობ, რომ ზღვა ვარ და ნაპირებს გადმოვცდი...
სადაც ვარ, იქ ყოფნა არასდროს არ მინდა.
და ასე მგონია, ჩემს ადგილს გამოვცდი.

ნუ მეტყვი, რომ ადრე სიტყვები მყოფნიდა.
რომ მშვიდი ვიყავი, დაღლილი კიარა.
ნუ მეტყვი რომ შენთვის ყველაზე შორი ვარ.
და მიწა, რომელზეც სხვამ გადაიარა.

მე ახლა უდაბნოს პირმშო და შვილი ვარ.
შენ ფიქრობ: ზეცა ვარ და ვეღარ მომწვდები.
ცოტაც და ჩემს სხეულს თავად ვერ ავიტან.
ცოტაც და სამყაროს ფიქრივით მოვწყდები.

ნუ მეტყვი:
- ქარი ხარ და ვეღარ დაგიჭერ.
რომ შენთვის ყველაზე უცხო შორი ვარ.
ნუ მეტყვი რომ ზღვა ვარ და ახლა ნაპირებს 
გადმოვცდი და ისევ ტკივილებს მოგიტან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი