მარიონი
არსებობს ასეთი ცრემლები,რომელიც აუცილებლად უნდა ამოიტირო,რომ შიგნით ყველაფერი არ გადაგეწვას..... სტივენ კინგი სიმშვიდეს გამოვეთხოვე და უსასრულობამ მომიცვა,სადაც ქაოსი ბატონობს და შენც გითრევს მის მორევში.სულით ხორცამდე ვგრძნობდი მას და ვიცოდი,ეს იოლი არ იქნებოდა. სიყვარული მაშინ არის ნამდვილი,როცა არაფერს უშინდები,როცა გეშინია მისი დაკარგვის,რადგან იცი,რომ თუ ის არ იქნება ვერც შენ იარსებებ.რთულია ისაუბრო,როცა გამოცდილება ნაკლებად გაქვს ,მაგრამ ოცნებას არავინ გვიშლის.ფიქრებს ხომ დიდი ძალა აქვს.მთავარია გწამდეს და ის შენამდე აუცილებლად მოვა.მჯერა,ნამდვილად მჯერა იმის,რომ სადღაც არიის ადამიანის ნახევარი,რომელიც ყოველ წუთას ცდილობს მოახლოებას ,რათა ბოლოს და ბოლოს მის ნახევარს შეუერთდეს.სწორედ აქედან არის სიტყვა მეორე ნახევარი. მას შეიძლება დიდი ხანი მოუწიოს მარტომ ხეტიალი,მაგრამ ბოლოს ის შეერწყმება თავის სულიერ მეორე ნახევარს,რომელიც მას ბოლომდე შეავსებს.მხოლოდ სწორი დროის შერჩევაა სჭირო... დრო იწელება,წელიწადი წელიწადს მოსდევს შენ კი არ ჩანხარ.ასე იწყებოდა მარიონის წერილი,რომელიც საყვარელ მეუღლესთან უნდა გაეგზავნა,რომელსაც დიდი გზა,თოვლი,ყინვა,წვიმა უნდა გადაელახა. შენ დამპირდი,რომ ისევ მნახავდი.ძალიან მინდა მჯეროდეს ამ სიტყვების.ისევ მინდა შემოგხედო,შეგეხო და ჩემი ხელით მინდა ვიგრძნო შენი კანი,რომელსაც ასე წყურია დაბრუნება,რომელიც სულის სიმწარით იტანჯება და ვერ მორევია ამ უიმედობას.ყოველ დღე ვუყურებ იმ გზას,საიდანაც წადი,ყოველ დღე ვამოწმებ საფოსტო ყუთს,მაგრამ უშედეგოა ყოველივე ცდა.მეუბნებიან,რომ წერილი ვერ ახწევს შენამდე. ყველაზე რთული ღამეა. მეშინია დაღამების,მეშინია რადგან ამ დროს ვარ ყველაზე მარტოსული ამ სამყაროში .ამ დროს მინდა შენი ჩახუტება .ამის მაგივრად კი შენს პერანგს ვიხუტებ.არ ვიცოდი აქამდე რა იყო მონატრება,რა იყო ადამაინის ხორციელი და სულიერი ტკივილი.ასე მგონია გული გამიგლიჯეს და სანახევროდ დატოვეს ჩემში.ვფიცავ არასდროს გაგიშვებ არსად,ოღონდ ისევ შეგხედო და გავიგო,რომ ცოცხალი ხარ.მტკივა ძალაინ მტკივა...როცა საკუთარ თავზე ცდი ,როცა საკუთარ სიყვარულს ცდი ,ყველაზე დიდი უბედურება გატყდება თავს.თითქოს ორცეცხლშუა მოგათავსეს და არ იცი რა მოიმოქმედო.მხოლოდ შენ და საკუთარი თავი დარჩით,მარტო ხართ და ის ვინც ერთ დროს შენთან იყო, ახლა უმისამართოდ არის სამყაროს მეორე მხარეს.ზოგჯერ ვფიქრობ, რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას.სულელური აზრებიც მომდის .თავში,მაგრამ ღმერთს არ უნდა ჩემი სიკვდილი.გავგიჟდი? არა ,ჩემო კარგო.ისევ სრულ ჩკუაზე ვარ.ჩემდა გასაკვირად ისევ ვსუნთქავ .ვერ ვტირი და ყველაზე მეტად ეს მახრჩობს. ის ცრემლები,სიმწრის ცრემლები,რომლებიც გამოუხატავად ილექება ჩემში აი ეს ყოფილა ყველაზე მწარე. ოსკარ, ვფიცავ სანამ შენს ცხედარს არ ვნახავ მანამდე ვერ გიტირებ.მჯერა, მჯერა იმის,რომ ეს გული ტყუილად არ ფეთქავს და გრძნობს შენს არსებობას. მიყვარხარ სამუდამოდ,მარადიულად. შენი სულის მოზიარე მარიონი. საფლავის ქვა,მიწა,დამანახეთ .ვიღაც შავებში ჩაცმული ქალი,მსგავსი სიტყვებით მიმრთავდა ოფიცერს,რომელიც უემოციო,გაყინული თვალებით,რომელსაც არაფრის გამოხატვა შეეძლო ქალს თავიდან იშორებდა. თეთრი, თოვლივით თეთრი კანი,რომელიც ისეთი ნაღვლიანი და გაუბედურებული ჩანდა,მაგრამ ცისფერი თვალებით მისი სიწმინდე სუფთა სული ანათებდა. მარიონი,ის კიდევ დაეძებდა მას,მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეძლო მისი ნახვა,რომელიც ფერფლად იყო ქცეული. თითქოს მიზანს მიაღწია,მისმა ფერფლმა მაინც ჩამოაღწია მასთან.თითქოს იგრძნო მისი სურნელი,რომელიც ასე ძალიან ენატრებოდა.... ეს სიყვარული იყო იმ ერთგულების,თანაგრძნობის ზეიმი ,რომელსაც ვერავინ ვერ გასწავლის.ერთგულება ნიჭია,ალბად ყველაზე სასარგებლო და სასიამოვნო.,ერთგული ან იბადები ან ისე კვდები,რომ ვერ გაიგებ ეს რა განცდაა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი