• მინდა შევუყვარდე მწერალს •
მინდა შევუყვარდე მწერალს, მერე რომ დაწეროს ჩემზე, ქორფა ბალახის ცვარში ერთად გავირბინოთ სერზე. თერგის ყურებით ორნი, უხმოდ დავსხდებით ქვებზე, ჩემი დუმილის ნიშნად ჩუმად მაკოცოს ხელზე. მინდა შევუყვარდე მწერალს, მერე რომ იცოცხლოს ჩემით, სიკვდილის ცელით დაჭრილს, იმედი მივუტანო ხელით. წვიმას მონატრებულ ტირიფს, წვიმა მივუყვანო ცრემლით, უიმედობით სავსე რომ არ გავუშვა ზევით. ❤️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი