შემოდგომის მიჯნური


მე შემოდგომა შემიყვარდა
გაყვითლებული,ჩუმი,დაზაფრული,
ჩემ თავს ვერ წაართმევს,მჯერა,ვერ წაართმევს,
მოულოდნელი და გიჟი გაზაფხული.

მე შემოდგომის პოეტი ვარ,
ოქტომბრის თვეში დაკარგული,
ოქროსფერ ფარდით შემკობილი
ხეების ზღვაში გადარგული.

მე შემოდგომის სატრფო მქვია,
ფოთლების კაბით შემოსილი,
ასე ცოტა დროში,ასე ნაადრევად,
თითქოს, მთელი მთა მაქვს შემოვლილი.

მე შემოდგომის საცოლე ვარ,
თვალებწყლიანი,ცივი,ღამიანი...
ერთი გაღიმება,სუნთქვა,მოფერება,
გაელვებაა,ისიც წამიანი.
❤️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ნინა ჩიტიშვილიინგლისური ენის სპეციალისტი4 წლის წინ

saucxooa

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი