“მარტოსული„
უღრუბლო ცა როგორია...დამავიწყდა. ღიმილისგან გაჩენილი ნაკეცებიც, უიმედოდ მოტირალი ცას ვუყურებ, მარტოობა მბოჭავს მისი საცეცებით. ტკივილი მკლავს, არა ძალმიძს მე ყვირილი, უსახელო ცეცხლი მიწვავს დაღდასმულ სულს, ვიტანჯები,ვიტანჯები და ვერ ვამბობ, ვერ ვახერხებ მივაღწიო იმას რაც მსურს. ზამთარივით მარტო ვდგავარ ცივ მიწაზე, მკაცრი მზერით გადავფარავ ცრემლის წვეთებს, ვერასოდეს,ვერასოდეს გაიგებენ იმას რასაც დღენიადაგ ხალხში ვეძებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი