~


სახლში~

_თათა,ბევრს ლაპარაკობ, ენას კბილი დააჭირე და მშობლებს ნუ ეტლიკინები!
-მე უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ,დედა!
-შენ რაიცი შენთვის რა არის კარგი,შენ მხოლოდ მეგობრებთან ხეტიალი და გართობა შეგიძლია,არაფრად ვარგიხარ!მხოლოდ ჩვენ უნდა დაგვიჯერო,რადგან ყოვეთვის ვიცით რა არის შენთვის კარგი-აღელვებული ხმით უთხრა დედამ.
-თავისუფლად სუნთქვის საშუალებასაც აღარ მაძლევთ...
-მშობლები ვალდებულები ვართ ისეთ ადამიანად ჩამოგაყალიბოთ,როგორიც საზოგადოებას შეეფერება.
-მე ხომ ცუდს არაფერს ვაკეთებ, დედა! უბრალოდ მეგობრებთან ვერთობი და ეს საზღვრებს არ სცდება.
-საერთოდ არ მომწონს შენი მეგობრები, ნანოს მშობლები გაშორებულები არიან, ქეთი ნაშვილებია და გუგა ცისფერივით იქცევა.
-დედა, ასე ასხვავებ ადამიანებს? ანუ შენ მათ შენს ,,დარად" არ მიიჩნევ!
-ენა წაუგრძელე ბოლო დროს- მკაცრად უთხრა დედამ და სახეში სილა გააწნა.
-მშობლები ყოველთვის არ ხართ მართლები!- თათამ ტირილით უპასუხა და ოთახში ჩაიკეტა.

~სკოლაში~
-ბოდიში მასწავლებელო, დამაგვიანდა- დამწუხრებულად უთხრა გოგონამ.
-ეს შენი სახლი არაა, როცა გინდა მაშინ მოხვიდე-ზიზღნარევად უპასუხა მასწავლებელმა.

კლასელებმა დასცინეს.

გოგონა ბოლო მერხზე იჯდა.ცრემლებს ძლივს იკავებდა და ცდილობდა მტკიცედ ყოფილიყო. 

იგი არ იყო თავისი ასაკის შესაფერისად ლაღი...რატომ? ჰმ, საზოგადოებამ ,,დააბერა". 
,,შენ ეს არ ჰქნა, ასეთი უნდა იყო, ეს ჩაიცვი, ეს ჭამე, ეს არ თქვა, ის თქვი..." მას უბრალოდ თავისი ,,მე" არ ჰყავდა,არ იყო ის,ვინც უნდა ყოფილიყო...

მას ძერწავდნენ ისეთს,როგორიც საზოგადოებას მოეწონებოდა.

~ავტობუსში~

-ეიი, გოგო!წინ იყურე რა, რას დაბორიალობ, გაუზრდელო!-ჭიჭყინით უთხრა შუახნის ქალმა, რომელსაც თათამ შემთხვევით დაადგა ფეხი ფეხსაცმელზე.
-მაპატიეთ, დეიდა, შემთხვევით მომივიდა, ბოდიშს გიხდით- სევდიანად უპასუხა გოგონამ.
-სულ წავიდნენ ეს ახალგაზრდები ხელიდან! აბა, ჩვენ დროს თვალებში შევციცინებდით უფროსებს, არიქა, რა გჭირდებათ? რა მოგიტანოთო. ახლა კიდე, როგორც უნდათ ისე დაპარპაშებენ! გამაგებინა, ნეტა, ოჯახი არ ჰყავთ,რომ ასწავლონ ზრდილობის წესები?!-ესაუბრებოდა ეს ქალი მის გვერდით მდგომს.

~მარტო,საკუთარ თავთან~

-თათა,, შენ ცუდი ადამიანი ხარ! არ უჯერებ მშობლებს და არ აკეთებ იმას ,რაც მათ სურთ. შენ არ ხარ მათი ღირსი. უნდა წახვიდე; დაიკარგო და სამუდამოდ დაანებო თავი მათ! ისინი შენზე უკეთეს შვილს იმსახურებენ, შენ მათთვის უბრალოდ დიდი თავისტკივილი ხარ. მოკვდი! მოკვდი! მოკვდი!- ასე ჩასძახებდა შინაგანი ხმა სასოწარკვეთილ გოგონას.
-თათა, ყველაფერი ჩაივლის, შენ ამას გადაიტან და ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ არ დანებდე,შენ შეგიძლია გახდე ის, ვინც შენ გინდა იყო. ნუ მიაქცევს სხვებს ყურადღებას და ნუ იქნები გულჩვილი.-ეს უკვე მეორე ხმა მიმართავდა გოგონას.

თათა წამოდგა, ზღვის ტალღებს წაეთამაშა და ჰორიზონტს გადაავლო თვალი. ამ უსასრულო სივრცეში წამით იგრძნო თავისუფლების სურნელი. ზღვის ნიავი მისი ცრემლიანი თვალების ამოშრობას ცდილობდა და თმაზე ეთამაშებოდა.
-ეს ტანჯვა უნდა დავასრულო...-ჩუმად წარმოთქვა გოგონამ. 

თოლიები მოუსვენრად დაფრინავდნენ.

კაშკაშა მზე შავმა ღრუბლებმა დაფარეს.

ტალღები მრისხანედ იზვირთებოდნენ და კაცობრიობას განადგურებას უქადდნენ.

საზარელი ხმა გაისმა, ეს ხმა მხოლოდ მაშინ ისმის ,როცა ახალგაზრდა სულები ტოვებენ დედამიწას.

გრუხუნმა შეძრა ცა.

თათას სხეული  წყალმა შთანთქა და სამუდამოდ წაიყვანა აქედან. მისი უსულო სხეული ყვავილივით ტივტივებდა მგლისფერ ტალღებზე. 

რა უსამართლოა ადამის მოგმა. მხოლოდ იმას იგულებს თავისად,ვინც მას დაუჯერებს. 
თუ შენი თავი იქნები,არ გაპატიებენ... გეშინოდეს მათი.

ანა ჯიჯელავა

15.12.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი