***
და ერთხელაც დგება წამი, როდესაც ვიღაცისთვის შენ ხდები მთელი ცხოვრების არსი, შენთვის-ვიღაც სხვა, ეს გრძნობა ხაზავს ერთსა და იმავე ტრაექტორიას და ყველაფერი თავიდან იწყება.. შენთვის ის ხდება ცხოვრების არსი, მისთვის სხვა, იმედი ისევ გიცრუვდება და ახლა შენთვის ხდება სხვა და მისთვის შენ. . ეს წრე დაუსრულებლად მოძრაობს და ,,კონსტანტია", შენ კი გახსენდება მისი მოცემული ყველა პირობა. ხანდახან ფიქრობ, რომ მისთვის ხარ, უბრალოდ გოგო, გოგო რომელმაც ბედნიერება ვერ მოიპოვა, ხან კი გგონია, რომ თვითონ წყვეტს ამას, რომ თავად ის გახდეს შენი ბედნიერება. დღეები გადის ასე ფიქრში და შენ ხვდები, რომ შენი თვალები მეტ ,,ნიაღვარს" ვეღარ დაღვრიან, მისთვის ხანდახან გგონია, რომ სულ ერთი ხდები, თუმცა შენს თავში აბსურდები ხშირად დადიან..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი