შეგუებული
ერთხელ ვიფიქრე: რა მოხდებოდა თუ კი ხმამაღლა, თუკი თამამად, ჩემი ხმითა და ჩემი სიტყვებით, როგორღაც, სიჩუმის დაიგნორებით აღვწერდი ტკივილს, თანყოლილ მეგობარს? მაგრამ გავიაზრე, რომ იგნორი იყო მეფეც და დედოფალიც, დედაც და მამაც, ლორდიც და მთავარიც. და რომ გავბედე პირი გავაღე, სიტყვები შეწყდა, როგორღაც შიგნიდან, მწველად ამოშრა. ჰაერი ფილტვებში, დალუქულ, ზამთვრისთვის შენახულ მწნილს დაემსგავსა. გულში ჯაჭვებივით, სრული უაზრობა, ჭახუნით ერთმანეთს გადაებლანდა. ისიც კი გაბედა, სიცილით, სახეზე მარილიანი წყალი შემასხა. ეს აღმოუთქმელი, მწარე, დამპალი, დროს შეაწირა, თითქოს შეამზადა. ეს დრო რომ დადგა და მარტოს ჩაკეტილს კარი ურჩხულივით ჩამოაგლიჯა. გამბედაობა სილაჩრედ იქცა. გამოლეული და გათანგული, სხეული ვერა და ვეღარ დაიმორჩილა. წარმოდგენილმა აღმოთქმამ, სადღაც ქაოსში, სადღაც უვალში, უხმო ვარამში, ილუზიურად გაილამუნა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი