ძიება
ო, როგორ მაკლია რაღაც სულში, ო, როგორ მინდა სულის ეს სითბო. ვიგრძნო შეხება უტყვი და ნაზი, რომ მე მაჩუქოს მარტომ ეს სითბო. ო, როგორ მინდა ვიგრძნო შეხება, რომ დანაკლისი შეავსოს თითქოს, რომ ცარიელი ადგილი გულში თან დამანახოს და თან ვიგრძნო. მაგრამ გონება ვერ გრძნობს მიზეზსს და ვერც მე ვუწყობ გულისთქმას ნაბიჯს. სწრაფად სცემს და თვითონ არ იცის რა უნდა, რას მისდევს და რას ინდობს. ყრუ სიჩუმე სიცივეს რომ მოსდევს ის ააფეთქებს შიგნით ვითომ? რას ვიგრძნობ ამ ბიძგით? მე ხომ არ ვიცი, რა უნდა, რომ მითხრას, მე ამას მიქრობს. და როგორ მაკლია სულში რაღაც, როგორ მინდა ნაკლი შეივსოს, რომ სულზე შეხება სხვა ხელით ვიცნო და ნისლს მიეცეს, გაქრეს თითქოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი