სულთსატევარი
ვინ რა იცის, ვის სულში რა სუფევს? და ვის გულს რა უღრევს? ვინ რა იცის, ვის გულს რის თქმა სურს? და ვის სულს სად მისდევს? იქნება დღე და იქნება ღამე, მზე თავის ნათებით, მთვარე სიცივით და გაგებული პასუხი კითხვაზე არ დაამკვიდრებს გულისთქმას კირკიტით.. ვინ რა იცის, ვის სულში რა სუფევს, რა ფერით აღწერს ამ ყოფნას ისევ? და ვინ რა იცის, ვის გულს რა უღრევს, როგორი ტონით, სანთელს აუნთებს? ვინ რა იცის, ვის გულს რის თქმა სურს, იქნებ ტირილი წამლად რომ ექცეს? და ვინ რა იცის, ვის სულს სად მისდევს, კარი გააღოს და ნისლად იქცეს? მზე კვლავ ამოდის, მთვარეც ანათებს. სიბნელე სინათლეს სიმართლითა ჰკვეთს, და კელაპტარებს ხვედრს ანახვებს, თან თვლას იწყებს წამებს, მტარვალებს. აღმოთქმულ ლოცვას ყლაპავს მალე-მალე და ჩამოღვენთილ სანთელს აგებს. ვინ რა იცის ვის გულს რა უღრევს, ყველა ტკივილით სულს რომ ახევებს, აღმოთქმულ ოხვრას რომ ყლაპავს ტანჯვით და სახეს უშვერს მზის თბილ კარვებს? იქნება მზე, იქნება მთვარე, და ვარსკვლავები ნაღვლიან ღამეს. შეგუებული დაითვლის კრავებს და დაასვენებს სიამტკბილ დარდებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი