ნდობისათვის...
ამ ცხოვრების ყოველი ქარი ამოუსუნთქავ გმირს ემსგავსება, მის თვალებს უკან რაღაც უკმარი და უსასრულო მტვრევა იწყება. ყოველი ესე ნაწილი, არსების, სარკის ნამსხვრევებს მხნედ ენახვება. ანარეკლები იწყებენ სიმღერას ექოდ ვრცელდება, სხვის ბაგეს სწყდება. სიმართლე ტყუილად სხეულს ევლება, თვალი შორს ხედავს და მზერას სწყდება. იგემა ღალატი, სხვამ სიტყვა გასცა ამით ტკივილი უსუსურობით, დაფასებულად ამოიქარგა და ფიცი დადო, რომ აღარასდროს ნდობას სხვისთვის არას გასცემდა. ვინ რა თქვა, და ვინ როგორ თქვა? არ ღირდა გაღებად, არ ღირდა ხმად, ეს იყო გაფრთხილება ის რაც არ ითქმის, რისი თქმაც არ სურთ. რომელი უფრო სწორია ქვეყნად? ის ერთია და სხვაც ერთია, ის რაც მეორდება და ის, რაც ქრება. ზღაპარია ყოველი გრძნობა, მხოლოდ ნამდვილია ბრმა ქვეყნად ყოფა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი