უტყვი საფარი


გავიდა დრო,
წუთები, წამები,
თვეები, კვირები 
და კენართ დღები.
გაჰყვა ფიქრები,
ლოცვები ნარნარით,
ყოველი ეოსი
ვარდისფრად მდგარი. 

მე ისევ ღამეს მეხსნება დარი
და შთაგონება-სიტყვების ცვარი.
აუღელვებელ ჭრიჭინში მინდება,
რომ დავანახო არაფერს კარი,
ჩაკეტილია ეს რუხი საფარი,
სულ უბრალო და უნახავი. 

გამვლელი გაივლის 
და ჩაიქროლებს,
და ვერც გაიგებს შინაგან შაირს.
ნეტავ რა ხდება,
რაა ჰანგი?
მხოლოდ უტყვი და უჩინარი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი