ჩემი მაქვს სიტყვა


ისევ უაზროდ დავწერე სიტყვები,
ისევ უაზროდ წარმოდგა ლექსად.
რა გავაკეთო? 
იქნებ არ არის 
ეს ჩემი ბედი, პოეტობისა?
რომ ლექსებისა აღვმართო გვირგვინი?
რომ ღირსებისა სიტყვით აღვივსო?
ვიცი არა ვარ გალაკტიონი
და არც რუსთველი, ჩვენი ერისა.

ისიც არ ვიცი რაღა უნდა ვჰქმნა.
ისევ დავწერო ამა სოფელსა?
ჩემი მაქვს სიტყვა,
ჩემი გულისთქმა.
სულ ყველა სხვაა და მეც სულ სხვა ვარ.
ვის შევედარო,
რომ დავინახო? 
რომ მეც ღირსი ვარ,
ესე აღვიქვა?

შემფასებელი ერთი მყავს ქვეყნად.
მისი თვალები ხედავენ ყველგან.
სულ შიგნით, შიგნით 
და მოლოდინით
ელოდებიან ჩემსა საყვირსა.

2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი