სიცარიელეში
სიცარიელე ფართოდ კარს მიხსნის, ხან შიში მეუფლება, ხანაც უდარდელობა. როგორღაც მინდა თავი დავაღწიო, მარწუხებს ფესვებამდე კლანჭები ჩაუვლია. მინდა ვინმემ ხელი მომკიდოს, და სარეველასავით სულ ამომძირკვოს. გარშემო თითქოს დახმარება სურთ. გარიგენენ და საზრისს გასწავლიან, არა და ვერ ხვდებიან რაოდენ მწარედ, რაოდენ მზაკვრულად ჭრილობას ხსნიან. ჩაკეტილ გულსა და გონებაში მათ არ უჩნდებათ ნათელი აზრი, რომ ყორნებივით ხორცს გიწიწკნიან. სიცარიელე ფართოდ კარს მიხსნის, მე ისევ შიში, და უდარდელობაც, კვლავინდებურად მეუფლებიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი