ნაკვალევი


შთაგონებას ჰგავს ყოველი წვეთი,
ყოველი წვიმა, ყოველი ცრემლი,
წყალს წაღებული ყოველი კვალი,
ყოველი დარდი, ყოველი ხათრი.
ატალახებულ მდელოს გარს აკრავს 
ყოველი მშრალი ნაბიჯი გაკვრით,
რომ გადაღებულ ქარბუქს და წვიმას
კვლავ დააკვლიოს ახალი მარცხი.
მზის სხვიზე გამშრალ, გამხმარ ნაკვალევს
ახლად გაცურჩქნულ ვარდს დაჰფენს ხათრით.
ვითომ სურვილით, ვითომ იმედით,
ისევ სისველეს გადაჰფენს ხავსით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი