ბნელი ოთახი


ერთი ოთახი, სიბნელით სავსე,
ჩაკეტილ კარს რომ თან ეტანება.
არანაირი ხმა და ექო,
მხოლოდ სიჩუმე და მდუმარება. 

სადღაც კუთხეში, ცარიელ კუთხეში,
ვიღაცის ქვითინი მოისმის ხოლმე.
ნეტავ რა უნდა, რას დარდობს ამდენს?
ვეღარც გაიგებ, ვეღარც მოუსმენ... 

მიზეზი ალბათ დაულეველი,
ცრემლების გუბეში წვეთავს ყოველ დღე.
ნეტავ რა უნდა, რა აქვს ამდენი?
რომ ვერც ელევა სევდით სულ დაღლილი? 

ბნელი ოთახი, პატარა ოთახი,
კარჩაკეტილი და ცარიელი?
ვითომც არაფერი, ხმაც კი არ ისმის,
ცარიელ კუთხეში კი ისევ ტირის...
გულამოსკვნილი დარდებს აფრქვევს,
ოთახში კი ავსებს ქაოსით ჰაერს. 

მოაფათურა გაშლილი ხელი,
კვლავ შეაჩვია სიბნელეს თვალი.
ცრემლების გუბე კოსმოსად ექცა
და ვერც კი მიხვდა, რომ მოეწონა
იქ მარტოს ყოფნა. 

ბნელი ოთახი? და რის ოთახი?
ის შეეჩვია ამ სიბნელით სავსეს.
ოთახის კარი? და რომელი კარი?
ესეც დაავიწყდა მთლად გულგადაღლილს. 

და რა უნდოდა იმ სიბნელეში,
ეს მიზეზები ვარსკვლავებივით ხომ დაცურავენ ცრემლების გუბეში?
და ასე შექმნა მან შინაგანი, 
ეს შინაგანი, მარადიული
და უკვდავი რაღაც - ლამაზი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი