სულის სიმღერა
მე წავიმღერებ გიტარის ნოტებს და სიმშვიდეში დავიკარგები. და იქ ვიქნებით, მე და გიტარა, სხვა ვერ შეგვიშლის, ვერ შემოგვყვების. ჰარმონიულად მე წავიმღერებ, სიმშვიდის ნოტებს გულში ჩავიკრავ, და წარმოშობილ სიცოცხლეს სულში კვლავ ჩავაკერებ, არ განვიქარავ. მე და მუსიკა, მე და სიმღერა მომავლის სურვილს ისევ გავაჩენთ და მონდომებით სადღაც წინ, სულ წინ ისევ ღიმილით სულს წავუმღერებთ. მელოდიები, სანოტო ხაზები, ფერებში სიცოცხლით იკლაკნებიან და სხივებივით მზის სინათლესაც თავისი სითბოთი ეჯიბრებიან. მე წავიმღერებ გიტარის ნოტებს და სიმშვიდეში დავიკარგები. და იქ ვიქნებით მე და გიტარა სხვა ვერ შეგვიშლის ვერ შემოგვყვების.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი