გააზრებისა...


ნაბიჯების თვლას რომ მოვყევი
მივხვდი შევყურებდი წარსულს დიდებით.
თითქოს ის იყო ჩემი იმედი,
ჩემი არსი, დიდი კარვებით. 

აწმყოს კარები ფართოდ გახსნილი,
უდარდელობით მეფერებოდა.
იქ სულ მაღლა კი, დახურულ კარებს
მისტერიები შემოხვეოდა. 

ნაბიჯების თვლას რომ მოვყევი,
უფრო და უფრო მკერდში მტკიოდა,
და დავინახე დრო თავის მარწუხებს
შეუმწყნარებლად, მჭიდროდ მკიდებდა. 

მივხვდი, აწმყოა ყველაზე მთავარი,
ყველაზე სანდო და შემართული.
მომავლის კარი, ხომ ყოველ ნაბიჯზე,
დიდი უდაბნოს გავლით იღება.
და არსად არის საკეტი ცუდი,
რომელიც თავის დახრით იხსნება. 

საფეხურებს კი შორსა და შორს
პირი არ უჩანს იმდენად მაღლაა,
ჰორიზონტს გაღმაა, დროს ფუჭი ხარჯვაა,
ლოდინი ამისა კი მთლად ტანჯვას ჰგავს. 

წუთი სოფელი მოკლეა გვარად,
ციცინათელა ცოტაა სახლად.
განათებული გზები კი ნატვრა.
ფეხთ გათელილი მინდვრები ვალად. 

ნაბიჯების თვლას რომ მოვყევი,
უფრო და უფრო შიგნით მტკიოდა.
მივხვდი რაოდენ ღრმაა ფიქრები დაუნახავი სულების სახად. 

იქ სადაც ჰაერი მუდამ მძიმეა,
მომავლის კარებს რომ ეტანება
აწმყო საჩუქრად გამეხსნა მარად.
შრომით აღსასვე კორიანტელად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი