ბნელი სევდა
ჩემი საზღვრები გავხსენი თითქოს, თითქოს ახალი გვერდი გავშალე, თითქოს დავიწყე შეცვლა ახლისკენ, და ეს კედლები თვალით დავშალე... ეჰჰ...კი მონდოდა, მაგრამ... სიზმარი აღმოჩნდა და ილუზია... უბრალოდ ახალ საზღვრებს წავაწყდი, სადაც კუთხეში ტირილი მომინდა. თვალები სულაც არ გამნათვია, არც გული გახსნილა სიახლის დარად, მხოლოდ და მხოლოდ აღმოვაჩინე, ახალი სევდა რომ მიპოვნია. მე კი მეგონა, რომ კარის გაღებით, ფანჯარაც ბნელ ფარდებს ჩამოიხევდა, ისიც მეგონა რომ ჩემი სული, თავისუფლებას მოიპოვებდა. რომ ვიპოვიდი ადგილს კუთვნილსას და მივაგნებდი გზებსაც ნათელსა, მაგრამ უვიცმა და გულუბრყვილომ გვიან მოვტვინე ეს რეალობა. მე დავიმკვიდრებ ადგილს, მხოლოდ იქ, სადაც თვალებით მე მომძებნიან, სადაც სიტყვებით ჩემი სახელი, მზის სხივის სითბოს გაეჯიბრება. გული დამძიმდა, სულს მისდევს ფეთქვით, და როგორც იქნა მივხვდი, რომ მე აქ... არ ვიარსებებ არც ერთი წუთით. ნუ შემომხედავთ, ნუ დამინახავთ, ნუ დამიძახებთ, დამაიგნორეთ! ჩავიკეტები, მე ჩემს სიბნელეში დიალოგებსაც შევთხზავ სულებთან. ისევ გავაბამ არარსებულთან უაზრო სიტყვათა მთელ კორიანტელს, და დავარწმუნებ ჩემს თავს იმედად, რომ ჩამოვანგრევ ამ ახალ კარებს. დაე, მიეცი თავისუფლება! რომ იარსებოს ამ ბნელმა სევდამ, მე ის იმედი უკვე გამიქრა, რომ ეს ქაოსი ოდეს გაქრება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი