დაუსრულებელი...
ვინმემ რომ მკითხოს: "ყველაზე მეტად, ამ სამყაროში რამ დაგაღონა ასე ძლიერად?", ალბათ კითხვითვე ვუპასუხებდი: "რა არის სულის უსასოება?" პასუხს ვერ ნახავ, ვერ გაიგონებ. ბნელ სივრცეში ექოც გაქრება. ამ ყველაფრით კი მხოლოდ ერთს იგრძნობ... უკიდეგანო მარტოსულობას. ჰორიზონტს მიღმა თითქოს მთავრდება, და მაინც დგება ცრემლთა დენა. ჩასუნთქვა თითქოს აქრობს ელვას, მაგრამ კვლავ ჩნდება ამოსუნთქვისას. სამწუხაროა, რომ ბნელ სივრცეში ექოც არ არის, თითქოს "ჰკიდიხარ", ამ ყველაფრით კი მხოლოდ იმ ერთს გრძნობ, იმ დამანგრეველ მარტოსულობას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი