უუნარო


განა რა არის ეს ყბედი ამბავი,
რომ არა და არ ჩერდება!?
უწყვეტი ხმაური გონების ხვრელში
სიცარიელის სცენარს მიჰყვება, 
თვითონ ლპება, კვდება, ბერდება
და ლურჯი ცაც კი უფერულდება.
სიცივით გაგიჟებულს კანკალი ენატრება,
შეგრძნება გონების ხვრელში იჩქმალება.
ერთი ნაბიჯი ძლივს გადადგმული
კვლავ უკან ჭაობში მიექაჩება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი