ჩუმი სევდა


ჩავყლაპე,
ჩუმად ჩამოვარდნილი ცრემლი დავმარხე,
ვერავინ გაიგო, ჩუმად გავაქრე.
გზაზე მივდივარ, გაუვალია,
მივყვები გაუკვალ ხაზებს.
გავრბივარ და უკან მომდევს
დაუვიწყარი კითხვები თავზე. 

ჩავყლაპე,
ჩუმად ჩამოვარდნილი ცრემლი
დავმარხე,
ვერავინ გაიგო, ჩუმად გავაქრე.
შორიდან მესმის ჩემი ყვირილი,
ყრუ გაელვება, კითხვებით სავსე.
დაკარგული ვარ, გონება მიტევს,
ჩაცხრომას არ ლამობს, არც დააპირებს. 

შორიდან მესმის ჩემი ყვირილი,
დამძიმებული, სიბნელით სავსე.
უცოდინრობა, ქაოსი, სევდა,
რომელი უფრო გულს უკაკუნებს!?
მაბნევს, ვერ ვიგებ, არ ვიცი ისევ.
ჩავყლაპე, ჩუმად გავაქრე
და ვინ გაიგო? მარტო ვარ ისევ!
სული ერთია, გული ერთია
და არც ერთია პასუხით სავსე.
შორიდან მესმის ჩემი ყვირილი,
ისევ და ისევ, ისევ და ისევ. 

ვინ მიპასუხებს ცხოვრების კითხვაზე?
ვინ განმანათლებს, ვინ დამამშვიდებს?
რატომღაც მარტო ვარ გაუვალ გზაზე,
რატომღაც მარტოს გავლა რომ მიწევს.
არ ვიცი რა ვქნა, რა გავაკეთო?
აი ეს კითხვები, სულ რომ მაწუხებს.
ვინ ვარ, რა მინდა? ვერ გამიგია!
წადილს ვერ ვიგებ, ძალა არ შემწევს...
ერთ ადგილს ვტკეპნი, ვტკეპნი და ვტკეპნი,
არ ვიცი რატომ, ეს მე მაწუხებს.
აი! ჩემი ყვირილი კვლავაც რომ ისმის,
ვინმე გაიგებს? ვინმე მიპასუხებს? 

ჩავყლაპე,
ჩუმად ჩამოვარდნილი ცრემლი,
დავმარხე,
ვერავინ გაიგო, ჩუმად გავაქრე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი