ის დროა, ისევ


მე მთვარემ მითხრა:
" ჩუმად იყავი,
სიზმრების დროა.
აი, ის დროა, ისევ,
ყველა ბალიშზე თავის ცრემლებით
გულამოსკვნილი, რომ ანთხევს ფიქრებს. 

აი ის დროა, ღია დარაბში
გრილ ნიავს, რომ ატანს თან ყველა გრძნობას.
ყველა სიტყვით და ყველა ლოცვით
სულს რომ აცოცხლებს თვით თანაგრძნობას. 
სცენებით სავსე ხატების დროა,
რომ დაიცალოს სულები ადრე.
ჩუმად იყავი
სიზმრების დროა,
აი, ის დროა, ასე... 

ახლა ის დროა და ის წამია
ქვეცნობიერში იხილო ხილვა.
ჩუმად იყავი, თვალი გეჭიროს,
ყური დაუგდე მის ყველა სიტყვას.
ცრემლების გუბე კვლავ გაიყოლა,
კოსმოსის გუბე, რომ გახდეს ისევ.
ახლა ის დროა 
სიზმრების დროა 
აი ის დროა ისევ..."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი