სირვილი ჩემი


ათასჯერ მაინც მინდიდა გავმქრალიყავი,
მინდოდა სხვაგან დავკარგულიყავი,
სადაც არ იყო სრულიად არავინ,
სადაც მხოლოდ მე და ლამპები.
სადღაც შორს და მიუწვდენელში,
ცარიელში და სიმყუდროვეში.
ყურსასმენებით და მუსიკებით
ჩემს სამყაროში, თავად შექმნილში. 

იქ სადაც არ იყო სხვისი კვალი
და არც იქნება სხვისი თვალი.
უაზრო სიტყვებით სავსე სივრცეში,
დაკარგული და სულ მთლად გამშრალი.
ანარეკლების გარეშე
მდინარის პირას, ღია ცის ქვეშ.
ჩემი მყუდრო ქვეცნობიერი 
და მე ფიქრებით სავსე კარავში. 

არანაირი კითხვები სულზე,
არანაირი სხვისი ხმა ველზე.
თვალდახუჭული მე ვუმზერ აზრებს,
გარდამავალი ფერებით ცაზე.
სადაც მხოლოდ მე და ლამპები,
არანაირი ხმა და ამბები.
მოლოდინების გარეშე გარეთ,
სიცარიელით გამთბარ პლაჟზე.
შორს, ოცნებებით, ჰორიზონტს მიღმა
ოდესღაც შევხვდები დასასრულს მერცხლად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი