აფექტის კვალში
შეიძლება რომ გავქრე? ოღონდ არავინ მეძახდეს. სულ ისე მინდა ვიყო, რომ სულ არავინ მხედავდეს. ოღონდ სიჩუმე იყოს და არავისაც ვგრძნობდე. შიში ჩამიდგა სინათლის, თვალის გახელის, დილის წუთების, სუნთქვის დაწყების, ძალიან ადრე. შეიძლება რომ გავქრე? და არავინ თქვას რამე? ოღონდ სიმშვიდე იყოს და არც ფეთქავდეს მალე. თუნდაც სიბნელეს ჩავყლაპავ გარეთ, ვინ დაინახავს? არაფრით მავნებს. თავისი ჭკუით იმასაც მიზამს დამაიგნორებს, დამაღალატებს. შეიძლება რომ გავქრე? და არ დამაწვეს დღე-ღამე? კვლავ შემაშინა თვალის გახელამ, სუნთქვის დაწყებამ, დროის მსვლელობამ, ისევ სიბნელის დანახვამ ადრე. თითქოს ცხოვრება მხოლოდ ესაა, ყოველი დღის გამო მინდა გავქრე. კითხვას აღარ ვსვამ, ეს მინდა მწარედ. და გაღვიძებით სუნთქვა შევწყვიტო, სრულად შევწყვიტო მალე... იქნებ ვიღაცა მიხვდეს, იქნებ ვიღაცამ თვალიც კი მოჰკრას- სული იტანჯება და ეს არაა რაღაცა დიდი დრამატირება. ოღონდ არავინ მეძახდეს, ოღონდ სიჩუმე იყოს, ოღონდ შევწყვიტო მალე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი