ღამის სიმღერა
ხელის გულებზე ყოველი წვეთი, მარგალიტებით, ძაფით დაჰყვება. ნეტავ იცოდეს ხალხმა, რომ, ყოველ შეხებით ბზარი ეხსნება?! ცარიელ ოთახის კედლებზე ყოველღამ, ვიღაცის ტირილს ექო დაჰყვება. და ვინ რა იცის, რომ ეს ხმაური სიბნელის ნათელ წერტილს ეკვრება! უსასრულობის გაუთელ გზებზე, ახალი ოცნება მინდორს ევლება. და ვინ რად იცის, რომ ნატვრა ხეზე ილუზიების ბაფთებს ებმება?! უკუნეთ ცაზე სინათლის ელვა თბილი ელფერით ღრუბლებს ესხმება. და ვინ რას ფიქრობს, ღამის ციალში შიშების ვალით სიზმრებს ენთება?! წარმოდგენებში ჩასკვნილი სევდა სიმფონიების სტროფში ხევდება. ჰაერით ახრჩობს, ზანზარით აკრთობს, ტკივილით ახმობს, აღარ ნელდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი