აღიარება
შენ სულში მინდოდა ჩამეხედა, მინდოდა სარკმლის კარი გამეხსნა. იქნებ მეპოვნა რაღაც სასწაული, ამით მინდოდა სევდა ამეხსნა. ცის ციალს მივყევი, სადღაც ღრმაში და დამავიწყდა დაკარგვის შიში. სულ ჩავიძირე მე სიბნელეში და დამეკარგა სინათლის არსი. იქნებ აღმომხდა აღიარება, იქნებ სული თვალწინ დავღვარე? აღარ მინდოდა აქ გაჩერება, მაგრამ ვედრებით მთლად დავიცალე. ოდეს ვიტირო სიტყვები ცრემლად, ოდეს აღმომხდეს მე აღსარება, რომ მე მინდოდა გაქრობა ალში და წვიმის წვეთად ვიქეცი ველად. ყოველი ნაბიჯი ბილიკად იქცა, ყოველი მინდორი გაუვლელ სახად. მე დავიკარგე შუა გზად ისევ და დავიღვარე ცრემლებად სადღაც. სულ დაიკარგა შენი აზრები და დამავიწყდა მათი მოძებნა. მე არ ვიცოდი, რომ ავი სარკე ეგო აღმოჩნდა, ფიქრად განიბნა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი