რაც არ მცოდნია
მე რომ ვიცოდე რას ნიშნავს სიყვარული, ფრთები თავისით გაიშლებოდა. მე რომ ვიცოდე რაა შენდობა, კართან სანთელი გაიკრთობოდა. მცოდნოდა რაა ჩემი გული, სული თავისით გაიგულებდა. და რომ მცოდნოდა, თავისუფლება, ხელის გულებზე გაისუსებდა. მცოდნოდა დარი და მცოდნოდა ავდარი, თვალებით დანახვა არ დამჭირდებოდა. მცოდნოდა რამდენად ვიყავი უტყვი, გულუბრყვილობა გამიქრებოდა. მცოდნოდა სიტყვა ელვისებრ ნაზი, სიკეთე თვალებში დამეტყობოდა. მცოდნოდა ცოდნა, გონი კი თავში, ათასფერებად წარმოდგებოდა. აზრები, ფიქრები და სარკეები ანარეკლების ხატად კრთებოდა. რაც არ მცოდნია, ესაა ყოფნა, რაოდენ ტანჯვად დამაწვებოდა. მზერა და ხედვა ერთი არაა, აზრები ერთად არ ლაგდებოდა. სამყაროს შექმნაც საოცრებაა და აქ ცხოვრება - პეპლებიადა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი