სადარდებელი


სადღაც ცუდს ვამბობთ,
ყველაფერს ვიწუნებთ,
ენასაც ვბილწავთ, წმინდასაც ვაქრობთ.
რა კეთილია ქართული ერი,
ერთმანეთის ხომ, მხოლოდ ცუდი გვსურს?! 

არაფერს ლამაზს, არაფერს ღირსეულს,
ეს წმინდა ერი აღარც უყურებს.
თითქოს ბნელეთში შუქი ჩამქრალა,
თითქოს ნათელშიც სული გამქრალა,
მხოლოდ ასეღა ყველაფერს ვაშრობთ. 

რწმენა აღარ გვწამს,
ძირს დავცემულვართ,
პატივისცემაც თითქოს აორთქლდა.
ოდესღაც ერი... ოხ დიდი ერი...
ნეტავ რად იქცა, რად დაქცეულა!?
აღარც ქალი ჰგავს ამ ქვეყნად ქალსა,
კაცსაც კი რაღაც ფორმა ჩაუცვამს,
ქართული ჰგონია და მართალიცა. 

ოხ... ეს წილხვედრი ქვეყანა ღმერთო,
რად გადააქციე აფთრების ფარად?
სად გაქრა შენი წყალობა უფალო,
შენი სხივი და წმინდა მიწა!?
აქ დაბადებულს, ამ მიწისსა შვილს,
რატომღაც უკვე ზიზღი მერევა.
ისტორია კი თითქოს ქრება,
ტრადიციებიც წარსულს ბარდება.
ოდესღაც ძლიერი, ოდესღაც დიდი, ლაჩრების სახლად გადაქცეულა. 

ოჰ მიწავ ჩვენო, სამშობლოვ ჩვენო,
შენი სიყვარულით აღვსილვარ ესე,
მაგრამ შიში და ეჭვი კი სწრაფად, იბუდებს, მკაცრად იბუდებს ესე...
იმედი ქრება, ქვეყანა კვდება,
ერი კი თითქოს მას ასაფლავებს. 

ოხ ეს ევროპა, ოხ ეს აზია,
ადგილი აღარ გვაქვს ამ გასაყარზე.
პატარავდება ეს ჩვენი მიწა.
ოფლი და სისხლი ტყუილად დაღვარეს?! 

ნეტავი ახლა, საიქიოდან, 
რას გადმოგვძახის თამარი მეფე?
ან კიდევ დავითი აღმაშენებელი,
ან კიდევ ილია მართლისა მთქმელი...?
ალბათ ტირიან,
გული შესტკივათ,
გმირები ნანობენ,
ინტანჯებიან ჩვენი შემყურე...

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი