ვეძიებ და ვჰპოვებ
გარემო იცვლება, ყოველდღე ილევა, მეგონა ჩემი თავიც იცვლებოდა. ყვავილებს ვეძებდი, სხვადასხვა ფერებით, ამით მინდოდა სურნელი მეპოვნა. მინდოდა მინდორში, მინდოდა ველად, ლამაზი, მზიანი, ადგილი მეპოვნა. და ჩემი უკმარი, რამის გამხმარი, ფესვები გამედგა, მყარად გამედგა. ვნახე ადგილი, მზიანი, სავსე, მომავლის უამრავ ჩვეულებებით. შევიცან ადგილი, სიამით სავსე ახლად ამოსულ ყვავილ კისკისით. ისეთი ადგილი, მზის ამოსვლისას, სიოს დაკრულზე, რომ მღერის ფოთლებით. ისეთი ადგილი, ჰორიზონტს გავლით, მთვარის შუქზე რომ ცეკვავს ღამით. და ყოველ ღამით ვხვდები, რომ მე არ - ვეკუთვნი ამ ადგილს, არც ერთი სახით. ჩემი ფესვები, ჩემი მზერები, სულ სხვა ფოთლებით, ვარსებობ გავლით. სულჩახუთული მე ვხვდები, ვხედავ, რომ ჩავიძირე უტყვი დარდით. მე ჩავიძირე ყრუ სიბნელეში, და მესმის სიმღერა სრული მარშით. ჭაობები და ველთ მორევები, ესაა ჩემი მინდორზე სახლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი