ვედრება
შემოიჭერი ჩემს სამყაროში და დამანახე ფერთა გამა. ჩემი თვალები რომ აინთოს და სწყუროდეს სიცოცხლე მარად. შემოიჭერი ჩემს სამყაროში, ათასფერებად ააელვარე ჩემი სული და ფრთათა გაშლა. რომ ბრწყინავდეს და დაფრინავდეს ჩემი სულის ყოველი აღქმა. შემოიჭერი ჩემს სამყაროში და დამანახე ფერთა გამა, რომ ჩემს ტილოზე, ეს წარმოსახვა, აინთოს ციალთა ცირკონთა ნაცვლად. შემოიჭერი ჩემს სამყაროში, რათა ავიჭრა სულ მაღლა, ცათა. თვალ-განათებულ, სიცოცლით სავსე ზღვაში შევიჭრა, იალქნად, მარად. შემოიჭერი ჩემს სამყაროში და დამანახე ფერთა გამა. რომ ეს კოსმოსი, ბნელთა ბნელ ვარსვკლავთ, მზით გაანათოს ცათაფერ კარად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი