გაუგებარი შთაგონება
საოცრებას ვგრძნობ მე ჩემს სხეულში, თითქოს სასწაულს დაუბუდია. და ეს არ არის რაღაცა გრძნობა, არამედ დიდი მოტივაცია. უცებ ვიგრძენი სხეული გათბა, რამ იმოქმედა ასე ძლიერად? რაღაცამ თითქოს ყურთ ჩამჩურჩულა: "შენი ოცნება კვლავ ცოცხალია. იმედმა შენში კვლავ დაიბუდა, ნუ გეშინია, ეს ხომ ღმერთია. სიკვდილსღა, გარდაუვალსა, ისეც ელოდე ეს ხომ ბედია. მაგრამ სიცოცხლე ახლა იწყება, რაღაც ახალი კვლავ გამოჩნდება. ნუ შეწუხდები ცუდი ამბებით ეს ცხოვრების ხომ, თვით ნაწილია. და ერთი რამე არ დაგავიწყდეს. სულით და გულით, სულ წინ იარე და საბოლოოდ სახეზე ნაზი ღიმილი ისევ გამოისახე." რამ იმოქმედა ასე ძლიერად? თითქოს თვალები რომ გამეხილა? მე დავიბადე თავიდან უცებ, ახალი აზრი არ ქრება, არა! მე მეცინება გაოცებისგან, რაღაც ბიძგებს ვგრძნობ იქ მომავლისკენ. მაგრამ რა არის, რატომ და რისთვის ეს მე არ ვიცი... ალბათ გავიგებ. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი