ვებრძვი და ვკიცხავ


როცა სხეული უაზროდ იღლება,
როცა არ ვიცი ამის მიზეზი,
სულიც ფეხ და ფეხ სწრაფად მიჰყვება,
და თან მიათრევს გრძნობების კივილს. 

ყოველი დღე ისევ ღამდება,
და ისადგურებს სიცარიელე.
დაძინებისას რომ ვტრიალდები
გაუთავებლად ვებრძვი ტიალებს. 

ისევ მიჩნდება კითხვა: რატომ?
რატომ არ ვიცი სულ გაჩუმება,
როცა გრძნობები აღტაცებას გრძნობს
ჩემი ენა კი ამას დაჰყვება?
ყველაფერს ანთხევს,
თან სისულელეს,
თითქოს ვერ თოკავს ამ ემოციებს.
ყოველი სიტყვა, კვლავ სინანულით,
ცარიელ სიბნელეს ქაოსით ავსებს. 

ხომ შეიძლება ეს ყველაფერი,
უბრალოდ ჩავკეტო ამ ბნელ ოთახში?
ხომ შეიძლება ეს უტიფრობა
არ დავანახო სხვას ჩემი თვალით?
ხომ შეიძლება წინასწარ ვგრძნობდე, 
რა უნდა ჩემს გონს, რომ სთქვას სათქმელი?
ხომ შეიძლება ჩემი სიტყვები
იყოს ნათელი და რამის მთქმელი? 

ჩემს თავს ვებრძვი, ვებრძვი და ვკიცხავ,
ენა ჩაიგდე არ ხარ კარგი!
არ ხარ ჭკვიანი, რომ საკმარისად
სხვას დაანახო შენი არსი! 

და გავა დრო,
ეს გრძნობა გაივლის.
ღამეს დღე შეცვლის,
ფეხს დაასვენებს.
გაღვიძებულზე ბნელ და ცარიელ, გონს, კუშტად გაჰკიცხავს ეს ჩემი სახე.
და გავა დრო,
და ეს ქაოსი, კვლავ აივსება ამა აზრებით.
კვლავ მოუნდება ჩემს სულიერ არსს,
გადმოანთხიოს ყოველი აზრი... 

უბრალოდ მინდოდა სხვებს გავეცანი,
და დავენახე რამე ახალი,
მინდოდა ცოდნა, რაც შევიძინე,
ეს ყოფილიყო პატარ საყრდენი.
შევცდი, შევცდი და მწარედ მოვტყუვდი,
აღმოვაჩინე რომ მე ვყოფილვარ 
გარდამავალთა წამონაძახი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი