პიკი დეპრესიისა


მე დავიღალე მუდმივი ფიქრებით,
სულ რაღაც ცუდი რომ მიტრიალებს. 
ცრემლებით სავსე გრძნობები გულში,
ქვითინით კარებს ისევ კეტავენ. 

არავის ესმის, რომ მე არ მინდა,
არავინ ისმენს ჩემს ნამდვილ სათქმელს.
გულში ხომ კვლავაც ლპება, ბერდება,
ისევ ახალი დაღი ხელს იწევს. 

სიბნელე გარს მეკვრის,
მბოჭავს და მბოჭავს,
ოთხი კედელი კი უფრო მახრჩობს,
სადღა ვისუნთქო? რა სამყაროში?
სიცოცხლის ხალისი ძლივსღა მახსოვს. 

მოტივაცია? სასაცილოა,
არაფერი ჩანს ჩემს მომავალში, 
საზღვარზე თურმე დაუბუდია სიცარიელეს თავისი ბუდით.
სულ უარესად საქმე კი მიდის,
კარგ ამბავსაც კი არ ვიმსახურებ?! 

თურმე ღმერთმა ეს გადაწყვიტა,
რომ არ ვარ ღირსი ჩემი საქმისა
და დამაკისრა, რომ სხვისი ძალით, ის გავაკეთო, რაც მე არ მინდა. 

გული კი მტკივა და იკეტება,
მალე მუდმივად ჩაიზარება
და მისი ხმაც კი არ გაისმება,
მხოლოდ სიჩუმე და მდუმარება.

2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი