თავისუფალი


საკუთარ თავში გაჭედილი
ფიქრებში დავიარები,
აბლანდული ვარ ძაფებში.
ხსნა გამოსვლაა, მაგრამ არ არის.
კარებ-ჩარაზული გონება იბრძვის,
ფანჯრიდან გაჰყურებს მიზნების ღიმილს. 

განა რა არის კაკუნი კარზე?
რომ ერთი არ არის, არ ეკარების?
არ ვნერვიულობ, დიახ, სულაც არ!
თავისუფლებას მარტოც ვიპოვნი.
ნუ გაიღება ეს კარი ვალად
სულაც არ მინდა, არ მევალების. 

ვპოვე სინათლე, ჩემს სიბნელეში,
მხოლოდ ბრძოლა და წინსვლა დამრჩენია.
ნუ გაიღება ეს კარი ვალად
ვალდებულებით არ შემიქმნია.
მე ჩავიკეტე სული, დიახ! თავად!
და არ ვაპირებ მის გახსნას დარად. 

კარებ-ჩარაზული გონება იბრძვის,
იმ სიჩუმეში ეულად ყვირის
და მე მოვუსმენ, გავუგებ კიდეც
და სუყველასთვისაც დამენანების.
მე გავიჭედე საკუთარ თავში,
საკუთარ ფიქრებთან და საკუთარ სულში. 
იმ არჩევნებთან, რაც გავაკეთე
გაშვებულ შანსებთან, სრულიად შიშით. 

სულაც არ ვნანობ!
ვიცი ერთხელაც, 
იმ ჩარაზულ კარს თავადაც გავაღებ დაუნანებლად.
ნუ გაიღება ეს კარი ვალად 
სულაც არ მინდა არ ველოდები,
და უკვე აღარც! 

ვიცი რომ შევძლებ წინსვლას და სირბილს,
თავადაც შევძლებ არ დამღლის არა...

2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი