მომენტი ტკბილი
ერთხელ წავიკითხე ისტორია ძველი და ეს არ იყო რაღაცა ძლიერი, არამედ უბრალო, ბავშვური ამბავი. წინადადების ველში სუსტად ოცნების ახდენა დავდე უცბათ. დანატოვარი ძველი წლის, განძივით დამრჩა რვეულში დიდხანს. რომ წავიკითხე ისტორია ძველი, უუნარობით ვიცინე ბევრი. სულაც არ იყო კარგად გამართული სიუჟეტი კი, არც ისე ცუდი. ბევრი ვიცინე და გამახსენდა წერის პროცესში ზამთარი - ცივი, სტროფებში ვაქსოვდი ჩემს ფანტაზიას და ასრულებით გულსაც ვიფხანდი. სხვადასხვა კალმებით, სხვადასხვა ფერებით, მე ვქმნიდი სამყაროს სხვადასხვა რვეულში. მიყვარდა მაშინ მეტად ეს წიგნი მომწონდა დრო და რეაქციები. ერთხელ კითხვისას სულ მთლად გაწითლდა, სახეს ფარავდა გულის ფანცქალით. მე ხომ დავწერე რაღაც ბავშვური, ოცნებებითა და სურვილებით. ფურცლებზე დავაქსოვე მე ბევრი სიტყვა, სიტყვა უაზრო, გაუმართავი. მაგრამ ეს იყო გართობა ტკბილი და მოგონება დაუვიწყარი. პროცესი წერის , წაკითხვის მომენტი და ღიმილები ჩვენს სახეებზე. ვითომ მაგარი რომანი კვირის არა და ჩვენი გონების ნირი და ღიმილები ჩვენს სახეებზე ახლა მოგონებით დროის მომენტში. მომავალშიც კი ასე იქნება გაგვახსენდება ის წამი სიცილით, რომ ეს ხდებოდა რაღაცა დიდით და სასაცილო შემოქმედებით. ჩემს საუკეთესო მეგობარს 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი