წვიმა
ხის ტოტებიდან გამოკრთოდა მზის მოალვარე სხივები,თუმცა წვიმა ამ სხივებს ულმებოლოდ კლავდა.თითქოს ის უბრალოდ არც არსებობდა.წვიმა ზოგჯერ დაუნდობელიცაა,მას შეუძლია გაგანადგუროს,შენში ყოველგვარი სიძულვილი გამოიწვიოს,მაგრამ ჩვენ,ზოგ ზოგიერთებს წვიმა გვიხარია. წვიმის დროს ვივსებით რაღაც გაურკვეველი და უცნაური გრძნობით,რომელიც მუდამ ამოუხსნელად დარჩება. მინდა ხოლმე გავიდე გარეთ,გავშალო ხელები და ასე დაუსრულებლად ვიდგე წვიმაში,იმისდა მიუხედავად გავცივდები თუ არა. წვიმა თითქოს ჩემს ცხოვრებას გავსს.ის ჩაშავებული,ღრუბლიანი,სევდიანი და ამოუცნუბია,მაგრამ ამავე დროს მას შეუძლია გაგაღიმოს,დაგანახოს ნათელი წერტილი და მოგცეს ფეხზე მყარად დგომის სტიმული. ერთხელაც წვიმა დიდ უბედურებად გადაიქცევა რასაც ჩემს ცხოვრებასთან იმაზე დიდი კავშირი ექნება ვიდრე ეს მე მგონია ახლა. თითქოს ჩემი ცხოვრება შეცვლის წვიმას დიდი უბედურობისკენ და გვერდით არავინ ეყოლება,რომ წვიმა,მზედ შეცვალოს. წვიმას ცრემლებიც კი აღარ წამოუვა და უბრალოდ აქაურობა საშინელი,მომაკლავი წყლით გაივსება, სადაც ზღვა დადგება და ჩვენ ამ ზღვაში უცნაური,გაუგებარი სიკვდილით გარდავიცვლებით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი