•
რამდენის გაღებაა შემიძლია იმისთვის რომ ყოველ წამს შემეძლოს შენს ლამაზ თვალებში ჩახედვა. თვალებში რომელმაც გამოიარა ბევრი ტკივილი ბედნიერება ბრაზი შიში და მოვიდა დღემდე ამ წამამდე ამ წუთამდე იმისთვის რომ ახლა მე შემძლებოდა ყურება, თვალებში რომელშიც ჩანს დიდი ბედნიერება მის უკან კი იმალება ტკივილი და შიში და ბედნიერებას აფარებს ზურგს, ცდილობს დაიმალოს მაგრამ მაინც შემიძლია ამის დანახვა თუნდაც კედელი აღმიმართო წინ იმიტომ, რომ მე შევძელი შენი სულის იმ ღრმა წერტილში შეღწევა სადაც არავის უშვებდი. მე გავიკვალე გზა იქამდე და შენც კარები გამიხსენი. ერთხელ მითხარი ჩემს თავს ფრინველს ვადარებო და გეთანხმები, პინგვინს გავხარ, მასაც ფრთები აქვს მაგრამ ვერ დაფრინავს, ეშინია ფრთების გაშლის და მაღლა ასვლის, ეშინია, რომ ისევ ძირს დაეცემა და ვეღარ შეძლებდ ადგომას, მე კი მინდა, რომ მაღლა ახვიდე სიმაღლის მწვერვალს გაცდე ფრთები გაშალო და არასდროს ჩამოხვიდე ძირს, უფრო და უფრო მაღლა მიდიოდე და შორდებოდე ამ სამყაროს რომელიც ბედნიერების შემდეგ წილად უბედურებასაც გიმზადებს სანაცვლოდ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი