...


ხშირად დგება ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, რომ გიწევს არჩევნის გაკეთება, სიკეთესა და ბოროტებას შორის, ანგელოზსა და ეშმაკს შორის. საბოლოოდ ირჩევ ერთ მხარეს, რომელიც შენს სულთან უფრო ახლოსაა და მისი სიახლოვე ძალიან შესამჩნევია. რაც არ უნდა, გასაკვირი იყოს, ყოველთვის ერთი მხარე რჩება დაჩაგრული, შეურაცხყოფილი, დაბოღმილი და იმედგაცრუებული, რადგან შენ მისგან წახვედი და სწორედ აქედან იწყება შეჯიბრი, "ვინ უფრო ბედნიერია?". ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ბედნიერებას უბრალოდ ირგებენ, რადგან გაჩვენონ, რომ თითქოს და შეცდომა დაუშვი შენი არჩევნით. სინამდვილეში ყველაზე დიდი შეცდომა იმ ადამიანთან ყოფნა იყო, რომელიც როლს ირგებს, "შენამდე" და "შენს შემდეგ" თითქოს დიდი ცვლილებაა, არადა არ არის, ორივე პიროვნება მისი წარმოსახვაა, რომელსაც ქმნის და არა ის ვისაც შენ იცნობდი. ცხოვრება ლაბირინთია, რომელშიც ზოგჯერ დაიკარგები, ზოგჯერ სინათლეს იპოვი. მე ამ ლაბირინთში ბევრჯერ დავიკარგე, მაგრამ საბოლოოდ სინათლე ვიპოვე და ისე მაგრად ვებღაუჭები, რომ არასდროს დავკარგავ. არასდროს ვყოფილვარ იმაზე ბედნიერი, როგორიც ახლა ვარ, რადგან ვიპოვე საკუთარი თავი იმ საზოგადოებაში, რომელიც ჩემს სულიერ მე-ს ამაღლებს. მიხარია, რომ ეს გზა ავირჩიე. ვამაყობ, რომ დღეს მე ამდენი შეცდომის მიუხედავად მყარად ვდგავარ და ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის სწორისკენ მიმითითებდნენ ისევ ჩემს გვერდით არიან და ეს სამუდამოდ ასე იქნება. და მივმართავ იმათ, ვინც მუდამ ადევნებენ ამას თვალს. ცხოვრება გრძელდება და შეიძლება ისევ ბევრი ადამიანი გაიცნოთ და დაკარგოთ, ეს თქვენზეა რამდენად მყარი ურთიერთობა გექნებათ, მაგრამ ერთ ადგილზე ტრიალს მუდამ ჯობია, რომ წინ იყუროთ. თუ გსურთ რომ ბედნიერები იყოთ წარსული უნდა დაივიწყოთ. შური, ბოღმა და ჭორაობა ეშმაკისაა. ეცადეთ თქვენი ბედნიერება წინსვლით დაამტკიცოთ. მე შეცდომა დავუშვი, ვიცი, ვაანალიზებ, მაგრამ მივმართავ მათ, ვინც ახლა თქვენი გაცნობის პროცესშია, ვინც თქვენთან სხვაზე ჭორაობს, სხვასთან თქვენზე იჭორავებს! სრული გამოცდილებით გეუბნებით. არაცის არ ექნება გამბედაობა მოვიდეს და ის სიტყვები, რასაც სხვებს ეუბნებოდა თქვენზე, თქვენ გითხრათ. ეს ზოგადია, მაგრამ ბევრს ეხება. ვიცი წაიკითხავთ და გთხოვთ გაითვალისწინეთ. ბევრი საუბარი შემიძლია ამაზე, მაგრამ აქ დავასრულებ, თქვენგან განსხვავებით წარსულზე ჩაციკვლა არ მიყვარს და თქვენც იგივეს გირჩევდით მთელი გულით! ❤️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი