ღვინოს!


In vino veritas[ინ ვინო ვერიტას] - "ღვინოშია ჭეშმარიტება"
--------------------------------------------------------------------
ღვინოში არის ჭეშმარიტება, 
მართალი უყვარს, ცრუს ის ვერ იტანს,
ახალს არ ვიგონებ, ჯერ კიდევ როდის
ლათინებმა თქვეს: IN VINO VERITAS! 

პაპა გივლიდა დაკოჟრილ ხელით, 
ისე სათუთად და რუდუნებით,
სადუღამდე რომ წურავდა ყურძენს, 
ქვევრს დარაჯობდა ხან ღამეები!

მაშინღა მივხდი სხვამ რად ვერ გაძლო, 
შენ კი ჩვენამდე მოხველ ეულად,
იშვიათად ხომ კარგად ვიყავით, 
უმეტეს წილად უფრო სნეულად,

მაინც გაუძელ ყველა ჭირვარამს,
გადაიქეცი თითქოს გრძნეულად,
წინაპარმა რაც ერთხელ დაგწურა, 
მას შემდეგ მოსჩქეფ ათასწლეულად! 

შენ იცი კაცის ნაღდი ბუნება,
ნიღბით რას ფარავს სიფხიზლეშია,
სიმთვრალით ცოტას გაათამამებ, 
აამეტყველებ როგორც წესია,
მერე გვიჩვენებ ვის რა სული აქვს,
არის კარგი თუ იქნებ ლეშია? 

ვინ ეზიაროს უღვინოდ ტაძარს,
ვინ დაიწეროს უშენოდ ჯვარი,
ავადმყოფს აძლევ სიცოცხლის წადილს,
ლოთს კი იმედს და მომავლის ხალისს. 

ასეთი იყავ დასაბამიდან,
ასეთი გქონდა შენ ხასიათი,
ომში გვმატებდი სითამამეს და
შენით შეგვეძლო მოკვლა ერთს ათის. 

გამარჯვებულებს, ბრძოლამოხდილზე 
გვიყვარდა უფლის ძალის დალოცვაც,
სადღეგრძელოც ხომ შენით ითქმება, 
თამადის სიტყვაც თავად ჰგავს ლოცვას.

ალბათ შენს გამოც დავაგვიანეთ
ღმერთი მიწა წყალს რომ არიგებდა,
მაშინაც გამჩენს განვადიდებდით,
კაცი თავს მაგას აარიდებდა? 

ღვინის ძალისგან გულმოცემულებს,
გვიკადრებია სიმართლეც უფლისთვის,
ბოლოს რომ მაინც მივსულვართ მასთან,
დარდიმანდულად ჩვენც საჩუქრისთვის. 

- უფალო, მგონი დაგვაგვიანდა,
მოსვლა დროულად, თუმც კი მოვედით,
შენს სადღეგრძელოს ვსვამდით ყანწით და
ადრე მაგიტომ ვერ წამოვედით.

მიწას გვიბოძებ? მეტად დაგლოცავთ,
გემსახურებით ვიდრე სული გვიდგას,
არ გვერგება და ისევ ლხინს გავაგრძელებთ,
სევდიან გულზე მეტი რაღა გვინდა,
სხვებზე ადრეც კი მგონია მოვედით, 
დასალევი დაგვრჩა კიდევ ყველაწმინდა!

უფალს შეუცვნია ჩვენი ბუნება პირდაპირი,
ნასვამზე ალალად ნათქვამი სიტყვებით,
თვითნაბადად რომ გულიდან მოარღვევდა,
კი არ ბრჭყინავდა ყალბი მარგალიტივით.

გადანახული ჰქონია თავისთვის
ღმერთს მიწა სამოთხის, ადგილი სანაქებო,
ვინ არ გასწყრომია მერედა ამისთვის?
რადგან ბევრს სდომებია ეს მთა, ცაც და მდელოც. 

ჩაფიქრებულა უფალი წამიერად,
მერე ოხვრით უთქვამს: უპატრონეთ...
თორემ განსაცდელს მოგივლენთო,
დაუფასებია ღვინოში ალალად ნათქვამი 
და უბოძებია ჩვენთვის... საქართველო! 

ზოგს უყვარს ღვინო, ზოგიც კი ვერ იტანს,
უცვლელი ერთია... In Vino Veritas!

24 თებერვალი, 2024 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი