წუთი_სოფელი
Სიცოცხლეში არ ვაფასებთ ერთმანეთს, გვიჭირს სიტყვა გავიმეტოთ თბილი, Მოკვდება და გლოვას ვიწყებთ პირმოთნედ, Სხვას ვაფრთხილებთ: - Სიტყვა არ თქვა ძვირი! განა მერე სინანული არგია? კაცს, რომელმაც დრო სიმწარით განვლო, Სიცოცხლეში ერთხელ გეთქვა, როგორ ხარ? გიჭირს რამე? Შენს გვერდში ვარ, კარგო! Ზოგს გვგონია შესანდობრის დალევა, გაუნათლებს წასულს სულის სავალს, Მოზრდილ ყანწებს ცერა თითს დავიბერტყავთ, Იმ დღეს გვახსოვს, მეორე დღეს აღარ! Მაგიტომაც არა მჯერა სუყველას, წარმოთქული სიტყვა ბრტყელზე ბრტყელი, თუ გიყვარდა ჯობდა გეთქვა დროულად, დამაჭრებას ხომ წინ უსწრებს რთველი. თუ გვინდა რომ გადავურჩეთ სინანულს, დავეშუროთ Წუთისოფლის წამებს, Სიყვარული გზად და ხიდად ვაშენოდ, განა ღმერთი სხვაგვარსა გვთხოვს რამეს? იმ ქვეყანას ყველა წავალთ უვერცხლოდ, გინდ მდიდარი, გინდაც იყო ღარიბი, არვინ იცის ჟამი როდის ჩამოჰკრავს, Მიქელასთან არ გვიშველის ალიბი! გზად ხომ ყველას ბეწვის ხიდი მოგველის, Მძიმე ცოდვით გავლის შანსი არ სჩანს, Მაგიტომაც მადლი აქვე ვაგროვოთ, Დავეწაფოთ როგორც ლოთი მაჭარს. მაგრამ მადლის ჩადენას რა სჭირდება? სიმდიდრე ან მიწა ბარაქიანი? Მაგისთვის ხომ მცირედის ქმნაც კმარია: გაღიმება, სიტყვა ლაზათიანი. თუმცა ხშირად ეგ მცირედიც მერედა Როგორ გვიჭირს მოვახერხოთ გულიდან, გესლიანი სიტყვა გვსტუმრობს უფასოდ, ალალმართალს ვერ იშოვი ფულითაც. Სიცოცხლეში არ ვაფასებთ ერთმანეთს, გვიმძიმს სიტყვა გავიმეტოთ ტკბილი, წავა კაცი... გლოვას ვიწყებთ პირმოთნედ, Სხვას ვაფრთხილებთ: - Სიტყვა არ თქვა ძვირი! 25 მაისი, 2024 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ასეა