დღე vs ღამე
Დღე ჩაამთავრებს ხმაურს და ფუსფუსს მუხლჩაუხრელად, ღამეც დადგება მთვარიანი, როგორც წესია! ასე ყოფილა, ასე არის და ასე იქნება, Მას შემდეგ რაც ღმერთს აქ ცხოვრება დაუთესია. Დღე გიჟმაჟია, ღამე წყნარი და მთვარიანი, Დროის ისრების მოძრაობაც თითქოს ნელდება, Დღე თუ ცდილობს რომ ყოველივე დღესვე მოასწროს, სამყაროს გულის ბაგაბუგი ღამით ჩერდება. Მე მიყვარს ღამე... შეიძლება დღეზე მეტადაც, Რადგან სინდისთან საუბარი უფრო თბილია! Დღისით ნამუსის ძარღვის ცემაც რომ არ ისმოდეს, Ღამით სატანაც თავის თავთან გულახდილია. Შენს უნებურად წინ წაგიძღვება თავად გონება, ის გაგახსენებს დღისით ჩადენილ ყველა ქმედებას, Სიკეთე სთესე? იქნებ ბოროტი ვინმეს უთხარი? Სინდის-ნამუსი აგიწონის ,,შემოქმედებას". Მადლი თუ დასძლევს, მაშინ სულიც დაგიმშვიდდება, Პირნათელი ხარ, თუნდაც სიცოცხლე იმ წამს დამთავრდეს, Მაგრამ ცოდვა თუ გადასწონის სიკეთის პინას, გინდა გათენდეს და შეცდომებთან ბრძოლა განახლდეს.. ამ ფიქრების ჯარს, სხვა ფიქრებიც მოჰყვება მწკრივად, გახსენებს ყველას, ვინც კი გულის ბინადარია, ცხოვრებისეულ გამოწვევებთან ბრძოლაში ჩაბმულს, არ მოგიკითხავს მეგობრებიც დიდი ხანია. Ღამე იწვის და იღვენთება როგორც სანთელი, არ სძინავს მხოლოდ მხარზე წამომჯდარ მფარველ ანგელოსს, ცდილობს დაგვიცვას უხილავი ხაფანგებისგან, ავედრებს ჩვენს თავს, ალბათ თვითონ მთავარანგელოზს. გარიჟრაჟისას ამდენი ფიქრით დამძიმებული, ბოლოს იღლება და იბინდება თვითონ გონებაც, და ჩამოწვება რძისფერი ნისლი ჩვენს ცნობიერში, სხეული ძილის ქალღმერთს ნებით დაემონება. კვლავ გათენდება... მადლობა ღმერთო, Რომ ერთი ბრძოლა დღესაც მოგველის, ნათელთან ისევ ღამე გაგვყრის და Ჟამი, ჩვენს თავთან დიალოგების. 17/11/2024 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი