გვეშველება რამე?
გადაირია ქვეყანა, მზემაც იცვალა ფერია, დედინაცვალი ობლებს ზრდის და ჯუჯებს წყევლის ფერია. Მეცხვარეს ნაბდის მაგივრად ქვეშ პალტო გაუფენია, ყველა ქართლოსის შვილი ვართ თუმც ვძიობთ... რა უბნელია? თონეს მეპურის მაგიერ Პურს აცხობს ვეტერინარი, ქალს შეხედავ და კაცია, კაცსაც ვეღარ ცნობ ვინ არი. ტაქსს პროფესორი ატარებს, Ზოგი ორ დიპლომიანიც, უჭკუო ფილოსოფოსობს და გასულელდა ჭკვიანი. ბავშვი თამაშობს ონლაინ, მანამდე მზე არ ამოვა, წიგნს არ აძალებს მშობელი, სწამს პრეზიდენტი გამოვა! ფარისეველ შარლატან კაცს, ეკლესია აუგია, კაზინოში სასწავლებლის რექტორს ფულია წაუგია. კითხვა ჩნდება უნებურად, არ მაძინებს ზოგჯერ ღამეც, ნეტავ ვინმემ თუ იცოდეს, ოდეს გვეშველება რამე? 18 დეკემბერი, 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი