ქალი
Ქალს უყვარხარ? აგაშენებს! Არა? გაგაცამტვერებს! ძალუცს? უცხოს დაგამოყვრებს! არ სურს? გადაგამტერებს! ქალი ზოგჯერ მინდორია, ყაყაჩოს ზღვად მღელვარე, გულის კარებს შემოგინგრევს, შვლის თვალებᲛოელვარე. Ხან ღვინოს ჰყავს მორაკრაკეს, მოცეკვავეს შხეფებად, ლოცვად დაგღვრის, ვით ღვთისმშობელს, ვერ შებედავ შეხებას! ქალი ხანაც კაკაბია, ხან ალაზნის ხოხობი, მაისს ვარდის მოპაექრე, გაუშლელი კოკობი. მოიწყინოს? ჭიუხს გავდეს, სავსეს ლეგა ნისლებით, გაიღიმოს? შემოგტყორცნოს გულს ამურის ისრები! თავნებაა, მაგრამ შვენის შვლის ნუკრივით ინაბოს, უსამართლო საყვედურზე თრთვილივით დაინამოს. გულის ტკვივილს შეეგუოს, საფლავში ჩაიტანოს, და ცხოვრება წარმავალი მარტოკამ გაიტანოს. ვაჟკაცი ხარ? დაიფარე! შეუმშრალე ცრემლები, ჭიგო მხოლოდ ვაზით ფასობს, გაზნექილი მტევნებით. მოეხვიე, აბჯრად ექეც! ცეცლს შთაბერე ვნებისას! სიყვარულმა ჭკნობაც იცის, ხშირად არ ევნებისა! ღმერთმა თავად დააწესა, ნეკნი ქალად ექცია და კაცისთვის ეს ცხოვრება ძებნად გადაექცია! Ქალო, ქალო სათაყვანო, ქალო თვალებმაყვალა, ცის კიდემდე ხელჩაკიდულს, ნეტავ ერთად გვატარა! 13 იანვარი, 2015 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი