ლექსი ლექსზე


ერთსაც დავწერ და კალამს ვასვენებ,
Რითმა სტრიქონთ ზღვას გაინაპირებს,
ვიტყვი და ვიცი, თავს ვეცრუები,
ვერ შევასრულებ ამ დანაპირებს.

Რადგან სათქმელი ხშირად სასმისს ჰგავს,
დაცლი და ისევ უნდა შეავსო,
დაგროვილ ნაფიქრს, გრძნობის ქარავანს,
გსურს რომ გზა მისცე, შენც თან ეახლო.

ლექსის შარბათიც ჩამოიცლება, 
Ფიქრთა ჯამიდან სიტყვათა წყობად,
Სტრიქონი სტრიქონს მორჩილად მისდევს, 
Ერთი მეორის თანმიმდევრულად. 

თავად სიტყვა კი უნდა ცეცხლს ჰგავდეს, 
Რომ მოგედოს და აგაბრიალოს, 
Ხან სამოთხეში გამოგზაუროს 
და Ხან ლოთივით გაგატიალოს. 

თუ კი ეს გრძნობა არ მოსდევს ტაეპს
Და სტრიქონს პულსი არ ესინჯება, 
Სიტყვები თითქოს ერთურთს უბრობენ, 
Მაშინ მკითხველიც გაგემიჯნება. 

Სიტყვა იქნება ტყვიასაც ჰგავდეს, 
Სავაზნეს მიჯრით უნდა ალაგო, 
Ბოროტი მოჰკლა, კარგი დაიცვა 
და დაცლილ მჭიდში კვლავ ჩაალაგო. 

14 იანვარი, 2025 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი