ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო მარიამ
ზეციურო დედუფალო უფროსადკურთხეულო ყოვლადწმინდაო, დედაო მარიამ ვდგავარ შენს ხატთან რწმენით აღსავსე ლოცვა ვედრებით სულგანაბული შევყურებ შენს წმინდა ხატებას შროშანს, რომ მიაგავს სპეტაკი სულით, ქალწული ბუნებით თვალები შენი სიწმინდით აღსავსე ისე შემყურებს, ძვალ - რბილში მივლის მისგან წამოსული მადლიერება მიჩნდება კითხვა, როგორ არ ვიწამო ამ ქალბატონის? ნაზი მზერითა და რწმენით აღსავსე თვალებით რომ იმზირება. მინდა გადიდო უკანასკენელ ამოსუნღქვამდე შენგან ნაჩუქი სიციცხლის წუთების სამადლობელად შენი იმედი არ დამიკარგავს მე ქვეყანაზე, შენით მოვედი და შენითვე მივდივარ იმქვეყნიერად სანამ ცოცხალი ვარ და გული მიცემს, მხოლოდ ერთსა გთხოვ ყველა მიცოცხლე ვინც კი მაჩუქე მე კი მარდჟამს ვერთგულებდე შენს წმინდა ხატებს, მადლმოსილი ბრწყინვალებას ძლიერ, რომ აფრქვევს მინდა გადიდო შენმა შვილმა რწმენით აღვსილმა და ქრისტე ღმერთს შევღაღადო შენი დიდება შენ არ ხარ დედა მხოლოდ მაღალი ღმერთისა შენა ხარ დედა ამქვეყნად შობილი მოკვდავებისაც. დიდება შენდა ყოვლადმინდაო დედავ! დიდება შენდა! დაე მარადჟამს გადიდებდეს ამქვეყნად ყველა ვდგავარ შენს ყოვლადწმინდა ხატთან ანთებული კელაპტრით ხელში და ვადიდებ შენს წმინდა წმინდა სახელს უკუნითი უკუნისამდე მინდა გმადლობდე გაღებული მოწყალებისთვის და ჩემი მოდგმაც ადიდებდეს შენ ყოვლადწმინდა სახელს დიდება შენდა! დიდება შენდა! შენს წმინდა სახელს ყოვლადწმინდაო დედავ!. ✍️25.10.2022 გამიქვეყნების დრო 29.06.2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი