დიდება შენდა ყოვლადწმინდაო სპეტაკო დედავ!


ყოვლადწმინდაო მარიამ
დედაო ღვთისავ
ჩემო ქალღმერთოვ
და ჩემო წმინდავ
ჩემო იმედოვ
სულოვ და გულოვ
ვდგავარ შენს წმინდა ხატთან 
ყოვლადწმინდაო სულოვ
გიმზერ თვალებით
 რწმენით აღვსილით
გავედრებ მომავალს 
იმედის ნაპერწკლით
ვიცი გამიგებ, 
შენ ხომ დედა ხარ
და როგორც შენს შვილს,  
მეც ისე მიფარავ
მჯერა შენდამი
 ლოცვა ვედრების
და შენი თვალების
 იმედის მომცემის
ვიცი არ გამწირავ და მიერთგულებ 
გულს დამიმშვიდებ და იმედს მომცემ
მე შენი სასოებით მოვედი აქამდე
და შენითვე ვსულდგმულობ 
მე ამქვეყანაზე
გთხოვ არ დამტოვო 
დედაო ღვთისავ
მუდამ დამილოცე
ყველა ვინც მიყვარს
შენა ხარ მფარველი
დედა შვილობის
ზეციური დედოფალი
და მცველი მშვიდობის
დიდება შენდა! დიდება შენდა!
შენს არსებობას ყოვლადწმინდაო 
სპეტაკო დედავ!.

✍️26.10.2022

გამოქვეყნების დრო: 29.06.2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი