დიდება შენდა ყოვლადწმინდაო დედაო ღვთისმშობელო💜


უღრურბლო ცასავით 
წმინდა და უმწიკლოვ
იმედის მომცემო
ყოვლადწმინდაო დედავ
გთხოვ დამილოცე ჩემი პატარები
უფალს შეავედრე მათი ბედისწერა
სპეტაკო სულოვ,წმინდაო დედავ
მინდა გადიდებდე 
ამქვეყნად, როგორც დედას
მინდა ვადიდებდე, შენს წმინდა სახელს
ირგვლივ სიწმინდეს მადლად, რომ აფენს 
მინდა ვადიდებდე შენს ლამაზ თვალებს
ქვეყნად სიკეთეს და სიყვარულს
უხვად, რომ აფრქვევს
მინდა ვადიდებდე შენს წმინდა ხელებს 
რომლებიც ყველას ეფერება 
და მადლით ავსებს.
მინდა გადიდებდე,
 მარად გადიდებდე 
და ამით, როგორც შენი შვილი
სიხარულს განიჭებდე
მე მჯერა შენი
მე ვიწამე შენი
ჩემი გული კი სავსეა რწმენით
შენი წმინდა ხატი
ჩემთვის ნაბოძები
ბრწყინვალედ ხარობდეს 
მუდამ ჩემი ერთგულებით.
ჩემო წმინდაო სპეტაკო დედავ 
იმედი გამიმართლე 
ამქვეყნად, როგორც დედას
შენა ხარ ჩემთვის უსაზღვრო სიყვარული
იმედით აღსავსე ჩემი სიხარული
დიდება! შენს სახელს ყოვლადწმინდაო დედავ,
მუდამ გადიდებდეს ამქვქყნად ყველა
მუდამ ადიდებდნენ შენს წმინდა სახელს 
შენ კი ზეციდან მლოცველად მუდამ გვყავდე
დიდება შენდა! დიდება შენდა! 
შენს წმინდა სახელს ყოვლადწმინდაო სპეტაკო დედავ.

✍️ 08.09.2022
გამოქვეყნების დრო: 09.12.2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ვიკა მსახიობი11 თვის წინ

საუკეთესო ლექსია💜

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი