სიყვარულის ბალადა❤️


ღამე ძილი დამიფრთხა 
გულის ცემა გახშირდა 
თავში მწკრივი აზრები უმალ უმალ აიბნა 
უცნაური გრძნობაა არ მწვევია არასდროს
 და თუ ასე გაგრძელდა ეს ღვინოსავით დამათრობს.
ადრე უბრალო სიტყვები ახლა იქცა გრძნობებად 
ეს თუ სიყვარულია მე მიჯნური ვყოფილვარ.
მისი სახის დანახვა წყალზე უფრო მწადია, მაგრამ როცა შევხედავ 
გული მიქრის ძალიან.
ჩემთვის სიტყვა მიყვარხარ წყაროსავით წმინდაა ჩემი ბაგეებიდან მიტომ მიჭირს ამის თქმა, მაგრამ გული იძახის და მიიწევს მის მხარეს თითქოს ბაგეს იერთებს და აიძულებს ამის თქმას. 
მინდა გითხრა მიყვარხარ და მეყვარები მარადჟამს
 მინდა ღმერთმა აკურთხოს ეს სიყვარულის ბალადა.
მჯერა შენც გეყვარები და მიერთგულებ მარადჟამს.
ჩვენი გულის ერთობით ძლიერ მთებსაც გადავდგამთ.
სიყვარული გრძნობაა, ის ძლიერი  ძალაა თითქოს ამ დროს ჰგგონია, რომ ყველა სირთულეს გაფანტავ.
 სიყვარული ღმერთია და ის ერთადერთია
 დაე ღმერთი გვწყალობდეს ეს ხომ ჩვენი ბედია!.

✍️ 06.11.2022
გამოქვეყნების დრო: 09.12.2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი