წმინდა იანვარი💖


მე დავიბადე იანვარში, როცა თოვლია✨️
როცა ხეები შეფერილია თეთრი ფერებით 
როცა შობაა და კაშკაშებს  ცისკრის ვარსკვლავი✨️⭐️✨️
როცა მოგვები ღაღადებენ ალილუიას💜
მე დავიბადე სულიწმინდის 🕊დღესასწაულზე 
როცა მთები შეფერილია თეთრი ფერებით
როცა ფანჯარასთან მოკუნტული თეთრი მტრედია🕊🕊, სულიწმინდის წყალობით ზეციდან მადლით🕊 გადმოფრენილი🕊
როცა ნაძვები მორთულია შობას ფერადად
და ყველა ზეიმობს გაჰყვირიან ალილუიას
მე დავიბადე იანვარში სიხარულის თვეს,
 როცა დღესასწაულებით 
სავსე თვეში თეთრი თოვლია
თეთრი თოვლია მოფენილი
 ყველგან სპეტაკად
ცაც კი თეთრია, როგორც სუფთა წმინდა ფერები
მე დავიბადე იანვარში, როცა თოვლია🕊
როცა ქრისტე იშვა მხსნელად ბეთლემში
და როცა წმინდა მარიამს  გაუბრწყინდა ნაზი თვალები
როცა შეიგრძნო დედობრივი სპეტაკი გრძნობა
მე დავიბადე იანვარში ამ წმინდა თვეში
და დამანათლა ღმერთმა მისი მადლი და წყალობა.

✍️20.01.2023
გამიქვეყნების დრო: 09.12.2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი